დავით არახამია: სპეციალურად ბატონი ივანიშვილისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ… კარგად ბრძანდებოდეთ, გკოცნით
დავით არახამია: სპეციალურად ბატონი ივანიშვილისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ… კარგად ბრძანდებოდეთ, გკოცნით
კატეგორიის სხვა სიახლეები
ენას ძვალი არ აქვს, ზეპირად რასაც უნდათ, იმას ამბობენ, ვაშაძის არ იყოს, ვაშაძეა აქ ლიდერი, რასაც გინდა, იმას იტყვის, დაავალეთ სიბინძურე, ადგება და იტყვის. ვაშაძემაც კი ვერ დაასახელა ვერც ერთი მტკიცებულება ვერასდროს, რომ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ დროს, ოპოზიციაში აღმოჩნდა უამრავი ადამიანი და ჩიხში შევიდნენ თავიანთი წლების მიერ ნაწარმოები პიარით, აღმოაჩნდათ ადამიანები, რომლებიც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
22:12 / 03.10.2022

,,რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ. ათი პროცენტი გაიგო იმის, რაც ხდება სინამდვილეში. მე, დღეს, ამასთან დაკავშირებით, არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. ბატონი რომანი ამ საქმიანობით არის დაკავებული - მოკრავს ყურს რაღაცას, კარგად ვერ იგებს და დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს ხოლმე,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
20:53 / 03.10.2022
მამის დაკავება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ამდენი ხანი თუ იქნებოდა საპყრობილეში, მართლა არ მეგონა _ ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა “მთავარის” ეთერში განაცხადა.
19:54 / 03.10.2022
შანსი გვიჩნდება, რომ აფხაზებთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ და ის ხალხი, რომლებიც რუსეთის გამო შეიძლება უკრაინასთან ომში აღმოჩნდეს, ჩვენ მივიღოთ,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
18:26 / 03.10.2022
ეს იყო რეგრესის, უიმედობის, ქვეყნისთვის ჯანსაღი ამბიციის გაქრობის ათი წელი, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელს.
18:25 / 03.10.2022
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 4 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას აანონსებს.
18:22 / 03.10.2022
"არ ჩაყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე" - ასე მიმართა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ის საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ე.წ. პრეზიდენტის ბჟანიას გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო.
18:17 / 03.10.2022
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ხელი მოაწერა სამხედრო გაწვევის "განკარგულებას", რომლის თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.
18:13 / 03.10.2022
ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც განხილული და მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
18:10 / 03.10.2022
რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საერთოდ ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც ატარებს რუსეთი, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მათ შორის აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
18:08 / 03.10.2022
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×