სააკაშვილის საკითხზე ბოლომდე პასუხისმგებელი არც “ოცნებაა” და არც ივანიშვილი, რუსული ინტერესები იკვეთება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “რეაქციაში” განაცხადა.
“ქართულ ოცნებას” რაც არ უნდა უნდოდეს, ან არ უნდა უნდოდეს [მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება], თავიდან ბოლომდე ისინიც არ არიან თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებელი. არც ბიძინა ივანიშვილია სუვერემული, თუნდაც არაფორმალური მმართველი. მას ბევრ რამეს არავინ არ ეკითხება, სააკაშვილთან მიმართებაში რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. შესაძლოა წლების წინ მარგინალური იყო ის მოსაზრება, რომელსაც ბევრი ვერ იაზრებდა მაშინ, დღეს კი ფაქტის წინაშე დავდექით. რუსული ინტერესები იმდენად მძლავრადაა სახელისუფლებო რგოლებში და რატომ უნდა გამიკვირდეს, როცა სააკაშვილის საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს სადღაც სხვაგან,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
Ipress.ge