პარლამენტის თავმჯდომარეს უთქვამს, უბრალო “აიტიშნიკები” არიან შემოსულებიო, უბრალო “აიტიშნიკები” იყვნენ, ჩვენი ოფიციალური საიტები რომ დაჰაკეს, – ამის შესახებ უფლებადამცველი და კრიზისმენეჯერი სოფო ხორგუანი რუსი ტურისტების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“პარლამენტის თავრეს უთქვამს, რას ერჩით, უბრალო აიტიშნიკი ახალგაზრდები არიან შემოსულიო. უბრალო “აიტიშნიკებმა” იყო რომ დახაკეს ჩვენი ოფიციალური საიტები ცოტა ხნის წინ და შტატებისა და ისრაელის სპეცები დაგვეხმარნენ. კიბერ-უსაფრთხოება, როგორც ასეთი,” – წერს სოფო ხორგუანი.
შეგახსენებთ, მსჯელობა მიმდინარეობს რუს ტურისტებზე. პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა სავიზო რეჟიმის შემოღება, ან სხვა რეგულაცია, რომლითაც გაკონტროლდება ქვეყანაში შემოსული რუსი და ბელორუსი ტურსისტების საკითხი
Ioress.ge