საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა.
ეროვნული ბანკის საბჭო ცხრა წევრისაგან შედგება. აქიდან ორი ადგილი ამ დროსითვის ვაკანტურია. საბჭოს წევრებს პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს.
ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი 9 თებერვალს დატოვა. ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ვადა მომავალი წლის მარტში ეწურება.