ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ბრიუსელში 1,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ახლა ქართული დელეგაცია ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეტსოლას ხვდება.