გიული ალასანია - უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო - ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია
გიული ალასანია - უკრაინამ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო - ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია
კატეგორიის სხვა სიახლეები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობა ნაყოფიამ განაცხადა.
11:04 / 30.01.2023
"რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გერმანული მედიის წინაშე აღიარა, რომ აგენტია. დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებდით - წარსულში საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული პირის სატვირთო კონტეინერში მოთავსება და საქართველოში გამოგზავნა ისე დაიგეგმა, რომ გეგმის შინაარსის შესახებ ის წესიერად ინფორმირებულიც კი არ იყო, - ნათქვამია მოძრაობის "ხალხის ძალა" განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

"ასეთია აგენტის ხვედრი: პატრონის ნებისმიერ დავალებას ის კითხვის დასმის უფლების გარეშე უნდა დაემორჩილოს. მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს.

უცხო ქვეყნის აგენტობა იმთავითვე მონობას ნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს სამსახურში დგახარ - რუსეთის, ამერიკის თუ სრულიად უწყინარი ახალი ზელანდიის. აგენტად კურთხევისას, ხელს აწერ პირობას, რომ პატრონის ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული შეასრულებ. შესაბამისად, აგენტისა და მონის მდგომარეობებს შორის არავითარი არსებითი განსხვავება არ არის. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ნებისმიერი აგენტი დაღდასმულია მონის ფსიქოლოგიით, რომლისთვისაც რამდენიმე მთავარი ელემენტია დამახასიათებელი:
- მონისთვის ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი ბატონი. შესაბამისად, მისთვის მოტივაციის ერთადერთი წყარო პატრონის კეთილგანწყობის მოპოვების შანსია. ისეთი მაღალი მატერიები, როგორიც ღმერთი და სამშობლოა, აგენტისთვის ნულოვანი დატვირთვის მატარებელია;

- მონა აღტაცებულია პატრონით და მისგან კეთილგანწყობის ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ჟესტს დიდ წყალობად იღებს;

- აგენტი როგორც სიკეთის, ისე საფრთხის ერთადერთ წყაროდ პატრონს აღიქვამს, რომლის მიმართ შიში ვერცერთ მომაკვდინებელ სტიქიასთან ახლოსაც ვერ მივა;

- მონას არასოდეს ტოვებს განცდა, რომ მისი მდგომარეობა და ბედისწერა ცვლილებას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, მონა პატრონის ნებისმიერ დავალებას იოლად იღებს და ასრულებს, თუნდაც პატრონი მისგან მასზე ათჯერ ძლიერ გლადიატორთან სასიკვდილო ორთაბრძოლაში მონაწილეობას ითხოვდეს.

ამ ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, ხელისუფლების სათავეში აგენტურის ყოფნა სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. სამშობლოსა და პატრონს შორის აგენტი უპირატესობას ყოველთვის პატრონს მიანიჭებს და პატრონის შიშით თუ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული მოაწერს ხელს, თუნდაც ეს დავალება საკუთარი სამშობლოს მსხვერპლშეწირვას გულისხმობდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ჩვენს რეალობაში, აგენტს აქვს ერთი სერიოზული ცდუნება - აგენტურამ იცის, რომ პატრონი მას ეხმარება, ძალაუფლება ხელში აიღოს, ქვეყნის მოსახლეობა დაიმონოს და მის ძარცვას მიჰყოს ხელი, რაც საქართველოს მოსახელობამ თავის თავზე 2004-12 წლებში ერთხელ უკვე მძიმედ იწვნია. რეპრესიები, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, რაც სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერა იყო, სინამდვილეში, სწორედ პატრონის მიერ იყო ნაკარნახევი. ძალაუფლების დაბრუნების, ხალხის ძარცვისა და ნაძარცვის განაწილების პერსპექტივა არის ის მთავარი ცდუნება, რომელიც აგენტებს საკუთარი პატრონის უსიტყვო მორჩილებისკენ უბიძგებს.

საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას", - აცხადებს "ხალხის ძალა".
10:24 / 30.01.2023
ესპანური პრესა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბასკეთში ვიზიტს ეხმაურება.
10:10 / 30.01.2023
მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას - საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.
20:19 / 29.01.2023
მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.
19:44 / 29.01.2023
ჩემი ქვეყანა - საქართველო დღესდღეობით რამდენიმე ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მისი მშვიდობიანი დეოკუპაცია ჩემი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული მიზანია. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში არსებობდა საფრთხე, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოზეც გავრცელდებოდა. ეს იყო ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი, რომ თავიდან აგვერიდებინა ომი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას წარმატებით მივაღწიეთ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.
19:27 / 29.01.2023
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ჯილდო მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიანიჭეს.
19:13 / 29.01.2023
ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს იძახის. ამიტომ მისი ნათქვამისთვის დიდი მნიშვნელობის მიცემა არ ღირს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
10:21 / 29.01.2023
ჩემი შვილი ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია, მძიმე მეტალები მის ორგანიზმშია და მისი გამოდენა არ მომხდარა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
10:15 / 29.01.2023
ჩვენ 2 მნიშვნელოვანი სასამართლო განხილვა გვქონდა და ეს განხილვები ერთგვარი ფონია იმისა, რაც ახლა ხდება - ერთი განხილვა გვქონდა სინგაპურში, გასული წლის სექტემბერში და მეორე ბერმუდაზე, დეკემბერში, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
10:14 / 29.01.2023
კალენდარი
×