“ოცნებაზე”: როგორც ჩანს არგაღიზიანების პოლიტიკა ნიშნავს, რომ უნდა გაისუსოს, – ასე პასუხობს “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი “აიპრესის” კითხვას – საკმარისია ის მხარდაჭერა, რასაც საქართველო იჩენს უკრაინის მიმართ? ჯერჯერობით მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის „ტვიტი“ ვნახეთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
“მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად გაუგებარია. როგორც ჩანს არგაღიზიანების პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ უნდა გაისუსოს. რეალური საფრთხე აქვს შექმნილი უკრაინის სუვერენიტეტს და ამას ვხედავთ.
რეალურად რუსეთის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი რაც შეიძლება იყოს, ეს არის სწორედ იმის გააზრება, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის საქართველოს და უკრაინის არჩევანს და რომ მყარად ვართ ამ არჩევანში, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს და შეიძლება ითქვას, რომ ორგანული გაგრძელება უნდა იყოს, რასაც აშკარად ვერ ვხედავთ დღეს,” – თქვა სალომე სამადაშვილმა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.