98%-ზე მეტი ითხოვს, რომ პარლამენტში შევიდე... არჩევნებზე ხმას არ მაძლევენ და ეტყობა გლადიატორად ვუნდივარ და შევალ გლადიატორად - შალვა ნათელაშვილი
22:38 / 22.01.2022
"98%-ზე მეტი ითხოვს, რომ პარლამენტში შევიდე...
არჩევნებზე ხმას არ მაძლევენ და ეტყობა გლადიატორად ვუნდივარ და შევალ გლადიატორად" -ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა ტვ1-ის ეთერში სტუმრობისას გააკეთა.
საზოგადოებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა არ აქვს, სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ ტემპერატურა აადუღონ - ყველა მცდელობა, რომ ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეიტანონ საზოგადოებაში, წარუმატებელი იქნება. ეს მინდა ვუთხრა ოპოზიციას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მოვისმინეთ ბატონი ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ისტორია იმის შესახებ, თითქოს ამას წინ არაფერი არ უძღოდა, უბრალოდ ტყუილია! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ქმედების შეფასებისას აღნიშნა.
პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არ სურთ ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
შეიძლება, უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრენი გავხდეთ. დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ, რომლის ერთი ბინძური ჩექმა უკვე აწვება საქართველოს სხეულს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გავრცელდა.
"ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, განცხადებები გაკეთდა ოპოზიციაში, სადაც პოზიციები გარკვეულწილად განსხვავდება, თუმცა როგორც ჩანს პარტიების უმრავლესობა მმართველი გუნდის დეპოლარიზაციის გეგმის წინააღმდეგია.
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას აპირებს. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
დაპირისპირებებს რეგიონებში ოპოზიცია ხელისუფლებისგან მართულს უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" საკუთარი მხარდამჭერების ჩართულობას ნებისმიერი სახის დაპირისპირებაში გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა მიუღებელია. სახელისუფლებო გუნდი თვლის, რომ ეს დესტრუქციული გზაა, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეესაბამება.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა „ბინძურ პროვოკაციაზე პასუხი კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო”.
როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა - იგავი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ მათ, ვინ იჯერებს, რომ მელა არის მოძღვარი, - ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველი პარტიის ინიციატივებს.