„ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
„ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
კატეგორიის სხვა სიახლეები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ ჩატარებული თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
17:54 / 05.10.2022

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო" ინიციატივით, „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი" წარმომადგენლებთან.

17:51 / 05.10.2022
ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.
17:33 / 05.10.2022

6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება.

17:28 / 05.10.2022
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორსა და თურქეთში ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელს, დოქტორ ჰასან მოჰტაშამს შეხვდა.

შეხვედრაზე გენდერული საბჭოს მიმდინარე საქმიანობა განიხილეს. ასევე, სამომავლო სტრატეგიების და თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე იმ მიღწევებზე ვისაუბრეთ, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად განვახორციელეთ. ეს არის დეკრეტული შვებულება მამებისთვის და დეკრეტული შვებულების გაუმჯობესებული პირობები ქალებისთვის. ასევე, ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ - რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და დეკრეტული შვებულების და ოჯახებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვა, რაც თავისთავად გულისხმობს ოჯახების და ამ შემთხვევაში ქალების ხელშეწყობას, როგორც დედობის, ასევე შემდგომ პერიოდში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მოსახლეობის დინამიკისა და გენდერული თანასწორობის სფეროებში ძირითად საკვანძო საკითხებზე მუშაობს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლები.
17:20 / 05.10.2022
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით - თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
17:17 / 05.10.2022
"ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, განსაკუთრებულად საშიშია ყველა დღე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლებაში.
17:16 / 05.10.2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს ჯონ პენელს შეხვდა.



შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიმართ გამოხატა მადლიერება საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტებზე და მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.

ჯონ პენელმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო USAID-ის ახალი პროგრამის პრიორიტეტები და გამოხატა პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა ჯონ პენელს ახალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
17:02 / 05.10.2022
საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციაზე. ამასთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართეს.
16:53 / 05.10.2022
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ადვოკატირების, დონორთა მობილიზებისა და კოორდინაციის საკითხებზე იმსჯელეს.
16:44 / 05.10.2022
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×