
შეხლა-შემოხლა სხდომათა დარბაზში ჟურნალისტების შესვლის მოთხოვნას მოჰყვა. მათ 5-6 ივლისის მოვლენებთან და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ დეპუტატებისთვის კითხვის დასმა სურდათ.
ოპოზიციის წევრები პრემიერ-მინისტრისგან პასუხისმგებლობის აღებას და მის გადადგომას ითხოვენ.
ამ დროისთვის სხდომათა დარბაზიდან გაყვანილი არიან მედიაორგანიზაციების მენეჯერები და ჟურნალისტების ნაწილი.