
საქართველოს პარლამენტის სასახლეში წითელი ლენტი საზეიმოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა გაჭრეს.
ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც დამფუძნებელი კრების წევრი და კრების თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული როგორც 1919-21 წლებში, ასევე საქართველოს გასაბჭოების შემდგომ ემიგრაციაში ყოფნისას.
მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური, „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით.
„ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე სრული წარმოდგენა შეექმნება. მუზეუმი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის.
