პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, რადგან “ქართული ოცნება” რომც დათანხმდეს ამ მოთხოვნას, ქვეყანაში “კატასტროფული კრიზისია” და პარტიებს საარჩევნო კამპანიისთვის ფული არ აქვთ.
“ახლა წარმოიდგინეთ, ასეთ განადგურებულ ქვეყანაში, რომელშიც არის კატასტროფული კრიზისი, მართლა რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
ჩვენ ხომ კაპიკი არ დაგვიხარჯია, ჩვენ ხომ ფეისბუქით მოვხვდით პარლამენტში და ეს დანარჩენი ხალხი მილიონებს რომ ხარჯავდა საიდან აქვთ შემდეგი მილიონები დასახარჯად. პრემიერ-მინისტრი რომ უნდა გახდეს ჭიჭე ვაშაძე და თაკო ჩარკვიანით რომ აპირებს ახალი პოლიტიკის გაკეთებას. ეგ სიყალბე ახლიდან უნდა გავიმეოროთ? ახლიდან უნდა მოვაწყოთ ის კონცერტი რომელიც გვქონდა? ბოლოპერიოდში საერთოდ რომ აღარ გველაპარაკებოდნენ და ჩვენი შეთანხმებები, რომელიც ერთი წლით ადრე დავიწყეთ ოპოზიციასთან ბოლო პერიოდში საერთოდ რომ ფეხებზე დაიკიდეს, მაგ ოპოზიციას უნდა ახალი არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე? რა ფულით უნდათ, ვინ აძლევთ მაგათ ფულს?”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.