მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე.
ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას კარგად ესმის მოსახლეობის იმ ნაწილის გულისწყრომა რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის არის მათ მიმართ სოლიდარული და მოსახლეობას ამის გამო ბოდიშს უხდის, თუმცა აღნიშნავს რომ ამ ეტაპზე ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი ვაქცინაციასთან ერთად შეზღუდვების შემოღებაა.
მისივე განცხადებით ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში მოხდება როგორც შეზღუდვების შემოღება, ასევე შემსუბუქებაც.
„პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია ეს შეზღუდვები და რეგულაციები, ვაქცინაციასთან ერთად. ამიტომ მესმის, ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ ამ შეზღუდვების გარეშე დანის პირზე ანუ ოქროს შუალედით უნდა ვიაროთ.
გარკვეული პერიოდი კიდევ გვექნება შეზღუდვა, შემსუბუქება, იმისდა მიხედვით თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, იმიტომ რომ მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო ზოგი ძალაში დარჩება