ღმერთმა შეუნდოს. მე როგორმე გადავიტან – ნახეთ, რას პასუხობს დეპუტატი „ალტერნატივას“
ღმერთმა შეუნდოს. მე როგორმე გადავიტან – ნახეთ, რას პასუხობს დეპუტატი „ალტერნატივას“
კატეგორიის სხვა სიახლეები
"როგორც მე, ასევე ლევან დავითაშვილი მზად ვართ, რომ "რიონის მცველებს," როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამენ, საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში. იმედი გვაქვს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში "ნამახვანი ჰესის" პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას მართავენ. პირველი შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში მიმდინარეობს.


მინისტრის განცხადებით, ხალხთან, რომლებიც "ნამახვანი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ, აუცილებელია დიალოგი, შეხვედრების გამართვა და მეტი განმარტება.


"ვფიქრობ, როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან ანგაჟირებულები პოლიტიკურად, არ აქვთ რაღაც ნეგატიური დღის წესრიგი და მე გულწრფელად მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან "რიონის მცველები", ვინც იქ გამოხატავს პროტესტს, ყოველთვის მოინახება შეთანხმების კონსტრუქციული პლატფორმა," - განაცხადა მინისტრმა.


ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრები უნდა იყოს გულწრფელი, დიალოგი კი - საქმიანი. მისი შეფასებით, შეხვედრებზე უნდა ხდებოდეს კონკრეტული პასუხების მიწოდება და ნაკლები დესტრუქცია და პოპულიზმი - ეს არ უნდა იყოს "შეხვედრა შეხვედრისთვის"



"ვეცდებით ყველანაირად, ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანი და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იმპორტზე ნაკლებდამოკიდებულს გაგვხდიან, აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენ მოვაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამიტომაც დაგროვდა ამდენი შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემას. პრემიერ-მინისტრმა მკაფიო დავალება მოგვცა, რომ აღმოვფხვრათ კომუნიკაციის ნაკლებობა და მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ. გარდა ამისა, ვეცდებით გავითვალისწინოთ ის, რაც იქნება რაციონალური. ყოველთვის არის პლატფორმა დიალოგისთვის, ამიტომ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხდებით," - განაცხადა მინისტრმა.

13:55 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, "მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე -ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.

"ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას.
13:50 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, "მინისტრის საათის" ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 "კანონიერი ქურდი", ასევე "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისთვის, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერისა და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ", -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


13:48 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

"გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი",-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

"მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე ისაუბრა.
13:43 / 05.03.2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი "დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".

კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრულია "მარიამჯვრის" დაცული ტერიტორიების ფართობი და საზღვრები, რომელიც მოიცავს უკვე არსებულ მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს. და მთელ ტერიტორიას მიენიჭება ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი და ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება, რომლის საერო ფართობი 6000 ჰექტრამდეა.

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და გვხვდება კეთილშობილი ირემი. ამასთანავე აღნიშნული ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა, სადაც მოხვედრილ ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან; აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე "ბებერი კლდის" მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.
13:40 / 05.03.2021
"2020 წელი, მოგეხსენებათ, რთული წელი იყო. ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. პარალელურად, სამინისტროს თანამშრომლები კრიმინალთან ბრძოლას, ისევე, როგორც მოქალაქეთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა. მისივე განცხადებით, სამინისტროს მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტულ ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება.
13:39 / 05.03.2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აქვს და ასე, კომიტეტის გეგმას და ხედვას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის საკითხები.

"ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც აჩენს თანამშრომლობა ჰოლანდიის სახელმწიფოსა და ჩვენ სახელმწიფოს შორის. მათი საუკეთესო გამოცდილება ჩვენ ქვეყანას შემდგომ განვითარებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰოლანდიური გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს საქართველოსთვის, ვინაიდან ბევრი თვალსაზრისით შეიძლება საერთო ნიშნები იყოს აღმოჩენილი ამ ორ სახელმწიფოს შორის", - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
13:09 / 05.03.2021
ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროუდად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად გარკვეული ვადა არსებობს, თუმცა ეს ვადა არ არის დათქმული.
12:36 / 05.03.2021
პლებისციტის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პლებისციტი არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა.

"ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი - იყოს თუ არა. ჩემი აზრით, არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა. არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
12:36 / 05.03.2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო ეწერში, სასტუმროს ყოფილ შენობაში აფეთქება მოხდა. გავრცელებულია ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

წალენჯიხის მერის, ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხობრობენ.

მისივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.
12:34 / 05.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×