საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელად მიხაელ ზიბერტი დაინიშნა.
ზიბერტი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იყო. იქამდე კი, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ის საკუთარ მოვალეობას ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში შეასრულებს.