მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა
მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა
კატეგორიის სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აქვს და ასე, კომიტეტის გეგმას და ხედვას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის საკითხები.

"ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც აჩენს თანამშრომლობა ჰოლანდიის სახელმწიფოსა და ჩვენ სახელმწიფოს შორის. მათი საუკეთესო გამოცდილება ჩვენ ქვეყანას შემდგომ განვითარებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰოლანდიური გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს საქართველოსთვის, ვინაიდან ბევრი თვალსაზრისით შეიძლება საერთო ნიშნები იყოს აღმოჩენილი ამ ორ სახელმწიფოს შორის", - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
13:09 / 05.03.2021
ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროუდად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად გარკვეული ვადა არსებობს, თუმცა ეს ვადა არ არის დათქმული.
12:36 / 05.03.2021
პლებისციტის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პლებისციტი არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა.

"ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი - იყოს თუ არა. ჩემი აზრით, არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა. არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
12:36 / 05.03.2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო ეწერში, სასტუმროს ყოფილ შენობაში აფეთქება მოხდა. გავრცელებულია ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

წალენჯიხის მერის, ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხობრობენ.

მისივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.
12:34 / 05.03.2021
ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ ხოლმე, არ იქნება", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, საქართველო ადეკვატურად შეხვდა კრიტიკულ შეფასებებს და ყველა კითხვას პასუხი გასცა.

"ჩვენ ვნახეთ შეფასებები, მათ შორის კრიტიკულიც და აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა საქართველო ამ შეფასებებს, კრიტიკასაც და პასუხები გაეცა ყველა კითხვას. თქვენ იცით ბოლო დღეების პათოსი, მათ შორის, ჩვენი მეგობრების განცხადებები. რაც შეეხება ნეგატიურ გადაწყვეტილებებს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, ასეთი არ იქნება, იმიტომ, რომ კანონის აღსრულებისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლება უამრავ კომპრომისულ წინადადებას აყენებს, ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ ხოლმე, არ იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.


12:32 / 05.03.2021
პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არის და როლები განაწილებულია, არ შეიძლება მთავრობის წევრის მოსმენა სრულფასოვნად შედგეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ვახტანგ გომელაურის მოსმენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოსმენაზე, ნიკა მელიას საქმე ცენტრალური ამბავია, რომელსაც ძალიან რბილად და ფერადად დახატავენ.
12:05 / 05.03.2021
აშკარად უგერგილო შედარება გამოვიდა, იმიტომ, რომ ეს დიალოგი ყველაფერს შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ ტანგოს ცეკვას - არა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ "როგორც ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, მოლაპარაკებებში პროგრესისთვისაც საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა".

უგულავას განცხადებით, საქართველო ჩამოყალიბდა ისეთ ქვეყნად, სადაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას ნორმალური კომუნიკაცია არ შეუძლია მედიატორების გარეშე, რაც ამ პროცესს რადიკალურად განასხვავებს ტანგოს ცეკვისგან.
11:49 / 05.03.2021
ერგნეთში, ინციდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩანიშნული 98-ე შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

"ვაპირებთ, კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი. აღნიშნული საკითხი გაჟღერებულია ძალიან მაღალ რეგისტრში სხვადასხვა საერთაშორისო, მაღალი დონის ფორუმზე. გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოცემულ პერიოდში, უკანონო, ე.წ. "ბორდერიზაციის" შემთხვევებს", - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
11:40 / 05.03.2021
ფორმალური ხასიათი მინისტრის მოსმენას ჰქონდა წინა რეჟიმის დროს, როცა ორი გვამის ავტორის მოსმენა ხდებოდა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ფორმალური კითხვები მინისტრის მოსმენისას, სწორედ წინა მმართველობის პერიოდში ისმებოდა. ზარქუას თქმით, მათ ექნებათ კითხვები მინისტრთან, მათ შორის, "ნიკა მელიას დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებითაც - რა იყო, რამ გამოიწვია, რამდენად საჭირო იყო, სხვა მექანიზმი ჰქონდათ თუ არა".
11:37 / 05.03.2021
საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, საქართველოს ინვესტორთა საბჭოსთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMძ) თანა დაფინანსებული პროექტის – "საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება" მხარდაჭერით, "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს – საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს ასოციაციების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის წევრებმა მიმართეს და კანონპროექტის მომზადების და მისი მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
11:37 / 05.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×