არჩილ თალაკვაძე : რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ლეგიტიმურია
არჩილ თალაკვაძე : რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ლეგიტიმურია
კატეგორიის სხვა სიახლეები
ბოდიშს ვიხდით, რომ საქართველოში, ლეგიტიმურ ორგანოში, რომელსაც პარლამენტი ჰქვია, ვერ გავუღებთ კარს და კომისიას ვერ დავაკომპლექტებთ მიხეილ სააკაშვილით და მისი სხვა ძმანით, ასევე კომისიაში ვერ შემოვიყვანთ ნიკა გვარამიას ან რომელიმე მათ ანგაჟირებულ პირს, რომ კომისიას ლეგიტიმური უწოდონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

დეპუტატი ოპონენტებს კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
16:41 / 25.02.2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

მელიას ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
16:27 / 25.02.2021
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს.

ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას კი, ძირითადი ყურადღება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც იმავდროულად გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეცაა, დაეთმო როგორც აგრარული მიმართულების საკითხებს, ასევე გენდერული თანასწორობის თემებს.
16:25 / 25.02.2021
დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ის პარტიები ჩაერთვებიან, რომელთაც 3 800 საარჩევნო უბანზე საკუთარი დამკვირვებელი ჰყავდათ და, როგორც თავად აცხადებენ, გაყალბების მტკიცებულებები აქვთ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

"ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე პრინციპულად უარს ვაცხადებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ის პარტიები ჩაერთვებიან, რომელთაც 3 800 საარჩევნო უბანზე საკუთარი დამკვირვებელი ჰყავდათ და, როგორც თავად აცხადებენ, გაყალბების მტკიცებულებები აქვთ. მათთან ერთად მზად ვართ, მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ. ცალკე მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ, რადგან მხოლოდ 30 უბანზე გვყავდა დამკვირვებლები. მთლიანი სურათისთვის საჭირო იქნება იმ პარტიების მონაწილეობა, ვინც მთელ საქართველოში იყო წარმოდგენილი. კარგია, რომ კვოტები ღიაა და თუ პარტიები პარლამენტში შემოვლენ, კომისიას სიამოვნებით შევუერთდებით.
16:21 / 25.02.2021
100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას შედეგად მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია, არაერთი რეპრესიული ტალღა და მრავალწლიანი ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ამ ეპოქის ამსახველი უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ფოტოა დაცული. სწორედ ამ დოკუმენტებისა და ფოტოების ნაწილი გამოიფინა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.
16:14 / 25.02.2021
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საინდაც მოჩანს რუსეთის უსაფრთხოების ფედრალური სამსახურის ე.წ. სასაზღვრო ბაზა, დეპუტატები გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კანონმდებლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების, გადასასვლელების ჩაკეტვის, უკანონოდ დაკავევების, ადამიანის უფლებების უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა "25 თებერვალი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. მაგრამ ქართველი ხალხის პატრიოტიზმმა, თავისუფლებისკენ სწრაფვამ და დამოუკიდებლობისთვის 70 წლიანმა ბრძოლამ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა მარწუხებისგან გაათავისუფლა.
16:07 / 25.02.2021
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას.

"თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეგობარ საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
16:05 / 25.02.2021
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვედრა გამართეს. კონსულტაციების მთავარი თემა სამომავლო გეგმები და ხვალ დაგეგმილი აქცია იყო.
15:55 / 25.02.2021
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

მისი განცხადებით, 100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როცა რუსეთის მე-11 არმიამ მდუმარე თბილისში რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა და დაიწყო 70 წლიანი მონობის ბნელი პერიოდი.

"ეს დღე სახელმწიფოს მიერ გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს თითოეული გმირი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას სამფეროვანი დროშის ქვეშ. საქართველო მარცხს არ შეჰპუებია. ის არ შეეგუა ოკუპაციას. შეუპოვრობა ჩვენი ერის უკვდავებისა და გამძლეობის გენეტიკური ნიშანია.
15:45 / 25.02.2021
ევროკავშირის დღევანდელი გზავნილი კიდევ ერთხელ არის იმის დიაგნოზი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში საჭიროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული პოლარიზაცია დასრულდეს და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი გვქონდეს.
14:41 / 25.02.2021
კალენდარი
×