ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ
კატეგორიის სხვა სიახლეები
Freedom House-ის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი დარტყმის ქვეშაა , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
19:41 / 03.03.2021
2012 წლის არჩევნები ნაღდად არ იყო იდეალური, მაგრამ ისტორიული იყო ხელისუფლების გადაცემის პროცესი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
19:15 / 03.03.2021
გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას - „ევროპელი სოციალისტები“ და „ნაცმოძრაობა“, დღესაც კი მოუგებს „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
19:13 / 03.03.2021
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ აღმოჩნდება, არჩევნებზე იყო ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომა, „ქართული ოცნება“ მზადაა ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად.
19:11 / 03.03.2021
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში მმართველი გუნდის წარმატების ერთადერთი შანსია, რომ მაგიდასთან ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია დაჯდეს.
19:08 / 03.03.2021
ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება გულისხმობს, რომ მასში გაერთიანებული ქვეყნები პატივს უნდა სცემდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც დიდ როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობაში, მოწადინებულია, რომ შეიქმნას ფორმატები, რომელიც უზრუნველჰყოფს ამ გრძელვადიან მშვიდობას.

"ჩვენ გვესმის მათი პოზიცია, მაგრამ მე ამავე დროს მკაფიოდ აღვნიშნე, რომ ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ ამ ფორმატებში გაერთიანებული ქვეყნები პატივს უნდა სცემდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და ბუნებრივია, ამ ფორმატში ძნელად წარმოსადგენია რაიმე სახის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ვიდრე არ გადაიდგმება ნაბიჯები დეოკუპაციისკენ. ჩვენ ეს მკაფიო პოზიცია გვაქვს.
18:38 / 03.03.2021
რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ ყველა ფორუმზე და მაღალი დონის შეხვედრაზე, გამოხატულს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას აფასებს როგორც ნაყოფიერ და შედეგზე ორიენტირებულ მსჯელობას, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის ფართო სპექტრზე. საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში დინამიკურად ვითარდება.
18:35 / 03.03.2021
საწარმო ვალდებული იქნება, რომ ზიანი, რასაც გარემოს მიაყენებს, თავადვე გამოასწოროს. შეთანხმებული წინასწარი გრაფიკითა და ღონისძიებებით თვითონვე განახორციელოს გარემოს აღდგენა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს საწარმოები, რომლებსაც აქვს რისკი წყლის, ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურების.
18:29 / 03.03.2021
მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, ასევე უნდა შედგეს მოსახლეობასთან დიალოგი, მაქსიმალური ინფორმირება თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ., - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნამახვანჰესზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება და განვითარება მოხდეს.
17:42 / 03.03.2021
საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითადი ფოკუსით არსებულ ეკონომიკურ პროექტებზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს რეგიონს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.
17:40 / 03.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×