ლევან იოსელიანი: „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, თვითმმართველობის არჩევნები განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, ვაპირებთ, ამ ინიციატივით შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პარტიებსაც
ლევან იოსელიანი: „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, თვითმმართველობის არჩევნები განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, ვაპირებთ, ამ ინიციატივით შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პარტიებსაც
კატეგორიის სხვა სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, "მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე -ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.

"ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას.
13:50 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

"გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი",-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

"მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე ისაუბრა.
13:43 / 05.03.2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი "დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".

კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრულია "მარიამჯვრის" დაცული ტერიტორიების ფართობი და საზღვრები, რომელიც მოიცავს უკვე არსებულ მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს. და მთელ ტერიტორიას მიენიჭება ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი და ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება, რომლის საერო ფართობი 6000 ჰექტრამდეა.

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და გვხვდება კეთილშობილი ირემი. ამასთანავე აღნიშნული ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა, სადაც მოხვედრილ ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან; აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე "ბებერი კლდის" მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.
13:40 / 05.03.2021
"2020 წელი, მოგეხსენებათ, რთული წელი იყო. ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. პარალელურად, სამინისტროს თანამშრომლები კრიმინალთან ბრძოლას, ისევე, როგორც მოქალაქეთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა. მისივე განცხადებით, სამინისტროს მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტულ ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება.
13:39 / 05.03.2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აქვს და ასე, კომიტეტის გეგმას და ხედვას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის საკითხები.

"ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც აჩენს თანამშრომლობა ჰოლანდიის სახელმწიფოსა და ჩვენ სახელმწიფოს შორის. მათი საუკეთესო გამოცდილება ჩვენ ქვეყანას შემდგომ განვითარებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰოლანდიური გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს საქართველოსთვის, ვინაიდან ბევრი თვალსაზრისით შეიძლება საერთო ნიშნები იყოს აღმოჩენილი ამ ორ სახელმწიფოს შორის", - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
13:09 / 05.03.2021
ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროუდად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად გარკვეული ვადა არსებობს, თუმცა ეს ვადა არ არის დათქმული.
12:36 / 05.03.2021
პლებისციტის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პლებისციტი არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა.

"ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი - იყოს თუ არა. ჩემი აზრით, არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა. არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
12:36 / 05.03.2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო ეწერში, სასტუმროს ყოფილ შენობაში აფეთქება მოხდა. გავრცელებულია ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

წალენჯიხის მერის, ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხობრობენ.

მისივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.
12:34 / 05.03.2021
ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ ხოლმე, არ იქნება", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, საქართველო ადეკვატურად შეხვდა კრიტიკულ შეფასებებს და ყველა კითხვას პასუხი გასცა.

"ჩვენ ვნახეთ შეფასებები, მათ შორის კრიტიკულიც და აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა საქართველო ამ შეფასებებს, კრიტიკასაც და პასუხები გაეცა ყველა კითხვას. თქვენ იცით ბოლო დღეების პათოსი, მათ შორის, ჩვენი მეგობრების განცხადებები. რაც შეეხება ნეგატიურ გადაწყვეტილებებს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, ასეთი არ იქნება, იმიტომ, რომ კანონის აღსრულებისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლება უამრავ კომპრომისულ წინადადებას აყენებს, ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ ხოლმე, არ იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.


12:32 / 05.03.2021
პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არის და როლები განაწილებულია, არ შეიძლება მთავრობის წევრის მოსმენა სრულფასოვნად შედგეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ვახტანგ გომელაურის მოსმენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოსმენაზე, ნიკა მელიას საქმე ცენტრალური ამბავია, რომელსაც ძალიან რბილად და ფერადად დახატავენ.
12:05 / 05.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×