ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს
კატეგორიის სხვა სიახლეები
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებს შეხვდა. ლევან გაბრიაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის სამომავლო გეგმები გააცნო და ის კონკრეტული პროექტები წარუდგინა, რომელთა განხორციელებასაც თეატრი შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში წარმატებით შეძლებს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე საქართველოში, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.
14:33 / 05.03.2021
ყველას გვაინტერესებს, ბადრი ესებუას ხომ არაფერი შემოუთვლია? - ამ კითხვით მიმართა "მოქალაქეების" წევრმა, ალეკო ელისაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

"გვაინტერესებს, სად არის ბადრი ესებუა?! საქართველოს ტერიტორიაზეა, საქართველოს ტერიტორია დატოვა თუ როგორ არის ის კაცი და სად არის?", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება. ესებუას წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დეპუტატები "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.
14:31 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - "112"-ის შესახებ ისაუბრა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
"112"-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ 2021 წელს სამინისტროს ევროკავშირმა 250 ელექტრონული სამაჯური გადასცა.
14:29 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში განხორციელებულ პროექტებზე.

„2020 წელს ავჭალაში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდა წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
14:26 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
"განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას. პანდემიის დროს მათი ფუნქციებიც გაიზარდა, მათ შორის, დაევალათ ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებში მოწყობილი საგუშაგოების 24-საათიანი კონტროლი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით.
" განახლდა და სრულად აღიჭურვა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, განხორციელდა საოკუპაციო ხაზის კომპლექსური შეფასება, განისაზღვრა როგორც არსებული ტაქტიკური და ლოჯისტიკური მდგომარეობა, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები. ეტაპობრივად გაიზარდა თანამშრომელთა ხელფასები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
14:25 / 05.03.2021
მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა, შენობებში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა.

"2020 წლის ოქტომბრიდან, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის გარეშე განახორციელონ იარაღის რეგისტრაცია. იარაღის რეგისტრაციისას სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საფოსტო მომსახურებასაც. რუსთავში განახლდა ცენტრალური სარეგისტრაციო დარბაზი და სააგენტოს თანამშრომლებს განუახლდათ ფორმები", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
14:23 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამართულ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბრძოლა ერთდროულად უწევდა სტიქიებთან, უბედურ შემთხვევებთან, ხანძრებთან და პანდემიასთან.
ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
14:20 / 05.03.2021
"საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება - ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. პარლამენტმა დადგენილების პროექტის -"გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის" რატიფიცირება 82 ხმით მოახდინა.

" ადამიანის უფლებათა დამცველებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მე იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ცხოვრებას ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
14:20 / 05.03.2021
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" ფაკულტატური ოქმი განიხილეს, ადამიანის უფოლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის მნიშვნელობაზე.
14:15 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ.
"სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე. განახლდა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, პირველადი ინსპექტირების უახლესი ხელსაწყოებით აღიჭურვა ", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
14:11 / 05.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×