ალეკო ელისაშვილი: „ქართული ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს
ალეკო ელისაშვილი: „ქართული ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს
კატეგორიის სხვა სიახლეები
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობის გეოგრაფიული ობიექტები გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და პარლამენტის წევრის კონსტანტინე ანდრონიკაშვილის სახელობის ქუჩა გახსნა. ეს ქუჩა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული თეოფილე ჩოჩუას სახელს ატარებდა.
17:16 / 25.02.2021
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა.

როგორც უწყებაში ამბობენ, გენერალურ პროკურატურაში განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
17:07 / 25.02.2021
აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას Fაცებოოკ-ზე ავრცელებს.

მათი თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.

"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
17:02 / 25.02.2021
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა ვიდეო კონფერენციის ფორმატში მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მიმართეს.

თავის გამოსვლაში, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 2020 წელი სახელმიწფოსთვის მრავალი უპრეცენდენტო გამოწვევის მომტანი აღმოჩნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს უჩვეულო რეჟიმში მოუწია მუშაობა და ფრიად საპასუხისმგებლო როლის შესრულება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის პროცესში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გამორჩეული აღნიშვნისა და მაღალი შეფასების ღირსია ის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებმა, საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეების დახმარების კუთხით გასწიეს.
16:45 / 25.02.2021
ბოდიშს ვიხდით, რომ საქართველოში, ლეგიტიმურ ორგანოში, რომელსაც პარლამენტი ჰქვია, ვერ გავუღებთ კარს და კომისიას ვერ დავაკომპლექტებთ მიხეილ სააკაშვილით და მისი სხვა ძმანით, ასევე კომისიაში ვერ შემოვიყვანთ ნიკა გვარამიას ან რომელიმე მათ ანგაჟირებულ პირს, რომ კომისიას ლეგიტიმური უწოდონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

დეპუტატი ოპონენტებს კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
16:41 / 25.02.2021
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

მელიას ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
16:27 / 25.02.2021
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს.

ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას კი, ძირითადი ყურადღება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც იმავდროულად გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეცაა, დაეთმო როგორც აგრარული მიმართულების საკითხებს, ასევე გენდერული თანასწორობის თემებს.
16:25 / 25.02.2021
დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ის პარტიები ჩაერთვებიან, რომელთაც 3 800 საარჩევნო უბანზე საკუთარი დამკვირვებელი ჰყავდათ და, როგორც თავად აცხადებენ, გაყალბების მტკიცებულებები აქვთ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

"ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე პრინციპულად უარს ვაცხადებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ, თუ ამ ფორმატში ის პარტიები ჩაერთვებიან, რომელთაც 3 800 საარჩევნო უბანზე საკუთარი დამკვირვებელი ჰყავდათ და, როგორც თავად აცხადებენ, გაყალბების მტკიცებულებები აქვთ. მათთან ერთად მზად ვართ, მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ. ცალკე მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ, რადგან მხოლოდ 30 უბანზე გვყავდა დამკვირვებლები. მთლიანი სურათისთვის საჭირო იქნება იმ პარტიების მონაწილეობა, ვინც მთელ საქართველოში იყო წარმოდგენილი. კარგია, რომ კვოტები ღიაა და თუ პარტიები პარლამენტში შემოვლენ, კომისიას სიამოვნებით შევუერთდებით.
16:21 / 25.02.2021
100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას შედეგად მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია, არაერთი რეპრესიული ტალღა და მრავალწლიანი ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ამ ეპოქის ამსახველი უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ფოტოა დაცული. სწორედ ამ დოკუმენტებისა და ფოტოების ნაწილი გამოიფინა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.
16:14 / 25.02.2021
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საინდაც მოჩანს რუსეთის უსაფრთხოების ფედრალური სამსახურის ე.წ. სასაზღვრო ბაზა, დეპუტატები გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კანონმდებლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების, გადასასვლელების ჩაკეტვის, უკანონოდ დაკავევების, ადამიანის უფლებების უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა "25 თებერვალი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. მაგრამ ქართველი ხალხის პატრიოტიზმმა, თავისუფლებისკენ სწრაფვამ და დამოუკიდებლობისთვის 70 წლიანმა ბრძოლამ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა მარწუხებისგან გაათავისუფლა.
16:07 / 25.02.2021
კალენდარი
×