გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
„ვარშავიდან ჩემს პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩავერთვები ნატოს მინისტერიალის მუშაობაში. თავად ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ნატოსთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი არის პრიორიტეტული. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ ფორუმს, რომ პარტნიორებს ვაჩვენოთ საქართველოს პროგრესი. მინისტერიალი იმართება ახალ ვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა გეოპოლიტიკური სურათი. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ხედვა - რა ზომები უნდა იყოს მიღებული, რათა საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება“, - განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.