გიგი უგულავა: პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება
გიგი უგულავა: პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება
კატეგორიის სხვა სიახლეები
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება დასრულებულია.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პარალელურად, ოპოზიცია ქუჩის აქციების გეგმას არ ცვლის. საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტულ შედეგს არ დაინახავენ.

პარლამენტის პიკეტირება დღეს სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია ბოლოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დატოვეს.

"როცა ერთი კვირის წინ მოხდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი და ნიკა მელიას დაკავება. ამ ქვეყანაში ერთადერთი გამოსავალია სამოქალაქო პროტესტი", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია გაიმართა.
14:34 / 02.03.2021
პარლამენტში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საკითხზე შესაძლოა მიმდინარე კვირაში სპეციალური მოსმენა გაიმართოს, სადაც მინისტრებს მოუსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაზე უარს არ იტყვის.

"მიმდინარე კვირას დაგეგმილ "მინისტრის საათის" ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
14:30 / 02.03.2021
„დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან . ამ გადმოსახედიდან ნათლად ჩანს რა უნდა გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად , ნათლად ჩანს ჩვენი მზაობა და იმის ფონზე, რომ ჩვენი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერას აღგვითქვამენ ამ პროცესის განმავლობაში ასევე გარდაუვალია შედეგი რაც ჩვენს ევროპული ოჯახში წევრობას გულისხმობს“,-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
14:26 / 02.03.2021
"ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებას ასოცირებული პარტნიორების მიმართ. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენები არის ევროკავშირის ყურადღების ცენტრში", - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა, რომლის ფარგლებშიც სტუმარმა შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. შარლ მიშელმა ასევე, მოინახულა საოკუპაციო ხაზი, ეწვია სოფელ ხურვალეთს.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრებზე სიღრმისეული მსჯელობა გაიმართა ჩვენს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. "სწორედ, ამ კონტექსტში, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, პარლამენტის ბოიკოტი, წარმოადგენს ევროკავშირის წუხილის საგანს.
14:12 / 02.03.2021
"ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, ამბიციური რეფორმა, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით",- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა იმ ძირითად ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც რეფორმა ითვალისწინებს.

"ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილის ზრდა, მეორე-საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული ნაწილის დაკომპლექტება პარიტეტული პრინციპით, მესამე- უბნების ავტომატური გადათვლა - 73 ოლქში, ყოველ ოლქში ხუთი უბანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა და გადაითვლება, რაც ჯამში არის 365 უბანი, ანუ, უბნების 10% ამ არჩევნებზე და შემდეგ არჩევნებზეც ავტომატურად გადაითვლება. ასევე, მნიშვნელოვნად გამოსწორდა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ნორმები, ისევე, როგორც აგიტაციასთან დაკავშირებული ნორმები", - განმარტა შალვა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ ოპონენტები სამუშაო პროცესში არ არიან ჩართულები.
14:09 / 02.03.2021
რაც გუშინ მოხდა ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის - ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა.

"ის ფანჯარა, რომელიც ღარიბაშვილმა ერთი კვირის წინ დახურა და გაატარა წითელი ხაზი, ისევ გააღო იძულებით. ეს მისასალმებელია, რადგან ქვეყანას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ნორმალური განვითარების კალაპოტში დაბრუნება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ნდობა, სამწუხაროდ, რთულია და ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განვითარებას. რადგან დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული საკითხები, კითხვები ჩნდება "ოცნების" მისამართით, რატომ წავიდა გახარია? იმიტომ, რომ დღეს დაიწყო ის პროცესი, რაზეც მუდმივად საუბრობდა გახარია. შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და გახარია იყო მართალი.
14:06 / 02.03.2021
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცილების ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იყო უაღრესად დროული და შინაარსიანი.

მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდა პოლიტიკური მოვლენების მოწესრიგების პროცესში, მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი სტაბილურობას და სტაბილურ განვითარებას ქვეყანაში.
14:04 / 02.03.2021
ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, - ასე აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს.

„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის. მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს დაუშვებელია.
მე კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
13:48 / 02.03.2021
მოლაპარაკებების გადატვირთვა მოხდა, ახლა შესაძლებელი იქნება, ევროკავშირის მხარემ დადოს კონკრეტული წინადადებები, – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი პარტნიორების ჩართულობის შედეგად, "ქართული ოცნება" წითელი ხაზებით აღარ საუბრობს.

"გუშინ აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა მოლაპარაკებები. ვფიქრობ, არასწორი იქნება მეხუთე რაუნდი ან რამე ვუწოდოთ, რადგან თავიდან ბოლომდე გადატვირთვა მოხდა, ფუნქცია შეიცვალა ევროკავშირმა, მისი პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით, შესაძლებელი იქნება, ევროკავშირის მხარემ დადოს კონკრეტული წინადადებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა. რაც შეეხება კონკრეტულად შინაარსს, ის არის თითქმის იგივე, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, დაემატა მართლმსაჯულების საკითხი, დაემატა ოპოზიციისთვის მეტი ბერკეტის მიცემის საკითხი, რომ ზოგადად ქვეყანა ასე იმართებოდეს.
13:34 / 02.03.2021
თბილისის მერობა ჩემთვის მხოლოდ თანამდებობა არ არის, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

"თქვენ იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც თბილისის მოსახლეობამ დამაკისრა ღირსეულად შევასრულო, დანარჩენზე კი ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ", – განაცხადა კახა კალაძემ.
13:30 / 02.03.2021
კალენდარი
×