ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების რიგით მესამე რაუნდს უახლოეს დღეებში ვარაუდობენ.
მმართველი გუნდის ოპონენტები, კვლავ ბოიკოტის რეჟიში არიან და გადაწყვეტილებას არ ცვლიან. "ქართულ ოცნებაში'" აცხადებენ, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ მოხდება. სახელისუფლებო პარტია იმედოვნებს, რომ ისინი კონსენსუსურ ვარიანტზე შეჯერდებიან.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.