ინაშვილი: რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ყველაზე სამართლიანი არჩევნები ჩაატარეს კომუნისტებმა, როცა ავირჩიეთ ზვიად გამსახურდია
ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, “რეაქციაში”, 2020 წლის არჩევნების შეფასების დროს განაცხადა.
“მინდა გადავხედოთ იმ არჩევნებს, რომელიც ბოლო წლებია ტარდება. ჩვენ დავინახავთ, რომ ყველაზე სამართლიანი არჩევნები რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ჩაატარეს კომუნისტებმა, როცა ავირჩიეთ ზვიად გამსახურდია. მას შემდეგ ყველა არჩევნებს მეტ-ნაკლებად ახლდა სიყალბის ფაქტორი, ხალხმაც ეტაპობრივად დაიწყო შეგუება, იმასთან რომ ყალბდება რაღაცა ნაწილი და რა ვქნათ?!. მაგრამ შეგუებასაც აქვს საზღვარი. ის რაც მოხდა 2020 წელს, ეს იყო ყველა ზღვარს გადაბიჯება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.