ბადრი ჯაფარიძე - მიტინგები დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება
ბადრი ჯაფარიძე - მიტინგები დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება
კატეგორიის სხვა სიახლეები
რაც გუშინ მოხდა ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის - ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა.

"ის ფანჯარა, რომელიც ღარიბაშვილმა ერთი კვირის წინ დახურა და გაატარა წითელი ხაზი, ისევ გააღო იძულებით. ეს მისასალმებელია, რადგან ქვეყანას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ნორმალური განვითარების კალაპოტში დაბრუნება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ნდობა, სამწუხაროდ, რთულია და ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განვითარებას. რადგან დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული საკითხები, კითხვები ჩნდება "ოცნების" მისამართით, რატომ წავიდა გახარია? იმიტომ, რომ დღეს დაიწყო ის პროცესი, რაზეც მუდმივად საუბრობდა გახარია. შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და გახარია იყო მართალი.
14:06 / 02.03.2021
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცილების ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იყო უაღრესად დროული და შინაარსიანი.

მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდა პოლიტიკური მოვლენების მოწესრიგების პროცესში, მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი სტაბილურობას და სტაბილურ განვითარებას ქვეყანაში.
14:04 / 02.03.2021
ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, - ასე აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს.

„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის. მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს დაუშვებელია.
მე კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
13:48 / 02.03.2021
მოლაპარაკებების გადატვირთვა მოხდა, ახლა შესაძლებელი იქნება, ევროკავშირის მხარემ დადოს კონკრეტული წინადადებები, – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი პარტნიორების ჩართულობის შედეგად, "ქართული ოცნება" წითელი ხაზებით აღარ საუბრობს.

"გუშინ აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა მოლაპარაკებები. ვფიქრობ, არასწორი იქნება მეხუთე რაუნდი ან რამე ვუწოდოთ, რადგან თავიდან ბოლომდე გადატვირთვა მოხდა, ფუნქცია შეიცვალა ევროკავშირმა, მისი პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით, შესაძლებელი იქნება, ევროკავშირის მხარემ დადოს კონკრეტული წინადადებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა. რაც შეეხება კონკრეტულად შინაარსს, ის არის თითქმის იგივე, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, დაემატა მართლმსაჯულების საკითხი, დაემატა ოპოზიციისთვის მეტი ბერკეტის მიცემის საკითხი, რომ ზოგადად ქვეყანა ასე იმართებოდეს.
13:34 / 02.03.2021
თბილისის მერობა ჩემთვის მხოლოდ თანამდებობა არ არის, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

"თქვენ იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც თბილისის მოსახლეობამ დამაკისრა ღირსეულად შევასრულო, დანარჩენზე კი ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ", – განაცხადა კახა კალაძემ.
13:30 / 02.03.2021
ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მელიას ოჯახს ან პარტიის წევრებს, ნებისმიერი დროს შეუძლიათ, გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და გამოიყვანონ ეს ადამიანი ციხიდან, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება.

"ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და ბატონი მელია, თუ მათ ინტერესებში შედის ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე, გამოიყვანონ ციხიდან", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
13:14 / 02.03.2021
ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, არის უცვლელი. ეს არის წითელი ხაზი. ეს არის საკითხი რომელიც არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და წარმატებით დასრულდება.
13:10 / 02.03.2021
სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში, ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები ვნახეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

"მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო გუშინდელი შეხვედრა. კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონ შარლ მიშელის ინიციატივით, რაზეც მე დაუყოვნებლივ დავთანხმდი, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.
13:04 / 02.03.2021
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბრიუსელში მთავარი გზავნილი იქნება, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია დიალოგის დაწყების მზაობას გამოთქვამს.

"მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვაჩვენებს, ვის აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა. უბრალოდ კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ მგონია, რომ ქართული პოლიტიკა ისე უნდა განვავითაროთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი მეგობრების ჩართულობის გარეშე შეეძლოთ სალაპარაკოდ მაგიდასთან დაჯდომა. ბრიუსელში გზავნილი იქნება ის, რომ სრული მზაობაა, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან, რომ დიალოგი დაიწყოს", - განაცხადა კალაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გუშინ გამართა.
12:58 / 02.03.2021
ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და დიდი ბედნიერებაა უწმინდესთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურანლისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დრო გამოწვევებით აღსავსეა და საზოგადოება ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ უპრეცედენტო შეტევის მომსწრე გახდა.

"არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია. არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. მე, როგორც მთავრობის მეთაურმა. სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას და დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
12:56 / 02.03.2021
კალენდარი
×