ალექსანდერ ვერშბოუ - ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან - შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით
ალექსანდერ ვერშბოუ - ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან - შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით
კატეგორიის სხვა სიახლეები
ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი. ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, დამიჭერდნენ, – ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

"ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. გააჩნია როგორ მოიქცევიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა, ვაკვირდები მშვიდად და ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ. ჩვენნაირ პარტიას ყველა დაიჭერდა, აქედან გამომდინარე, რაღაც თვალსაზრისით მადლიერი ვარ "ქართული ოცნების", რომ არ დაგვიჭირა.
11:07 / 26.02.2021
მე ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების, არ ვიცი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები ამ ქვეყანაში, თუ დღეს ვარ, – ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს შესაძლოა, "გადააგდონ".

"როდესაც ოპოზიციასთან ვმუშაობდით, ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი პარტნიორები უარს ამბობდნენ იმ ცენტრალიზებულ სისტემაზე, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ მათ შევუთანხმდით სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე. ოპოზიციამ გავაფორმეთ შეთანხმება, რომ თუ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, რაც დღეს ხდება ნიკა მელიას თავს, ან გიორგი რურუას თავს, ეს აღარ მოხდებოდა და ერთმანეთს აღარ დავიჭერდით.
10:59 / 26.02.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ "სოლიდარობის ფონდსა" და "ევროპის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ხელი "სოლიდარობის ფონდის" ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და "ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორმა თამარ ზარგინავამ მოაწერეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის დეტალები და შეთანხმდნენ, რომ 7 მარტს "ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტელემარათონი გაიმართება, რომლის მთავარი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების დახმარება იქნება.
10:46 / 26.02.2021
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
23:26 / 25.02.2021
სოფო კილაძის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამასას დაწევა კიდევ ვინმეს შეეძლო, ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ესეც ვნახეთ, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
მისი თქმით, ვახო სანაიაზე თავდასხმაზე მძიმე ამ თემაზე ხელისუფლების გამოხმაურება იყო.
23:11 / 25.02.2021
თითქოს გამოვედით რუსული ტიპის მმართველობიდან და გვირაბის ბოლოს შუქიც გამოჩნდა, მაგრამ ისევ დასაწყისში დავბრუნდით, – ამის შესახებ გიგი უგულავამ “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
23:10 / 25.02.2021
აღარ მინდა ეს დავი-დარაბა, პირობითად ივანიშვილი და ღარიბაშვილი ისევ ჩემი დასაცავები ხომ არ უნდა გახდნენ?! – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
23:08 / 25.02.2021
კრიმინალი და “ოცნება” ხელგადახვეულები ცდილობენ დაჩაგრონ ჩვენი მოქალაქეები, – ასე გამოეხმაურა გადაცემა “რეაქციაში” საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას.
23:06 / 25.02.2021
შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, არაა წინადადება - რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
22:58 / 25.02.2021
ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
22:54 / 25.02.2021
კალენდარი
×