წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“- დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს თელავის საარჩევნო ოლქში ნდობა 14 853-მა მოქალაქემ გამოუცხადა, რაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 88,65 %-ია. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი 1 901 ხმა ანუ 11,35 % მიიღო.
ინფორმაცია Imedinews-ს თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიამ მიაწოდა.
თელავის მუნიციპალიტეტში 54 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 153 609 ამომრჩევლიდან, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა 17 ათას 529 ამომრჩეველმა მიიღო.
პირველი ტურის შედეგებით ირაკლი ქადაგიშვილს ხმების 46,47%, ხოლო გიორგი ბოტკოველს 40,56 % ჰქონდა.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ქადაგიშვილმა დიდი უპირატესობით დაამარცხა კონკურენტი და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატი მოიპოვა.