საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ, მანდატების უმეტესობა მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცა მან ხმა, ამ არჩვენების თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში ჩატარება მინდა მივულოცო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩევლებს, რომელთაც, მიუხედავად პანდემიისა და მომატებული ეპიდემიოლოგიური რისკებისა, მონაწილეობა მიიღეს მეორე ტურში და დააფიქსირეს თავიანთი ნება ამ ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების მიმართ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.