გიორგი შენგელია: ზუგდიდში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა
გიორგი შენგელია: ზუგდიდში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა
კატეგორიის სხვა სიახლეები
„მართლა გულწრფელად ვამბობ, ბიჭებო მართლა მენანებით, უკვე ცუდად გამოიყურებით ეკრანზე, მერწმუნეთ. გეტყვით ერთ რამეს - თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, თავად კარგად თქვით, ერთადერთი რაც შეგიძლიათ, ბუფეტს მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ, მიირთვათ და დაგვანებოთ თავი ბრძოლაში“, - ასე აფასებს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარტია „მოქალაქეების“ პოზიციას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში უნდა შევიდნენ.
01:21 / 17.01.2021
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დასახელებითა და პოლიტსაბჭოში 21 პირის შეყვანით სამომავლოდ კონტროლის მექანიზმები შეინარჩუნა.
18:36 / 16.01.2021
მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, - ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა გაითვალისწინოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
18:34 / 16.01.2021
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან კი არ წავიდა, არამედ გარდაისახა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ შემადგნელობაში.
16:06 / 16.01.2021
“ქვეყანას მართავს ერთიანი სახელისუფლებო გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მოტივირებული კვალიფიცირებული, შეკრული, პატრიოტი ლოდერებისგან” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
16:05 / 16.01.2021
ზოგადად, დიდი შანსია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერ ვხედავ ოპოზიციაში ალტერნატიულ გეგმას, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩია, „რუსთავი 2“-თან განაცხადა.
15:57 / 16.01.2021
ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მთავარი ქველმოქმედება, პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა, რომ დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის დემოკრატიულ მართვას განაპირობებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდიანრაძემ განაცხადა.
15:53 / 16.01.2021
ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება. როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში დამარცხდი, საზოგადოების მხარდაჭერა უგულებელყოფენ და პარლამენტში არ შეხვედი, ერთადერთ ხავსს ეჭიდებიან - საუბრობენ, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.
14:49 / 16.01.2021
ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.
14:36 / 16.01.2021
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.
14:34 / 16.01.2021
კალენდარი
×