გიორგი გახარია: შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“
გიორგი გახარია: შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“
კატეგორიის სხვა სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი, როგორიც დიდი იმედი მაქვს არასოდეს აღარ ეყოლება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარისკაცებს მომავალში. ეს ისევ ის კაცია, რომელმაც ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ტერიტორიული მთლიანობისთვის და აგრესორთან ბრძოლაში, მიატოვა დაჭრილები, გარდაცვლილები და თავად გამოიქცა. ის საზღვარზე იდგა რიგში, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და რომ არა ჩვენი ხანდაზმული პატრიარქი, ალბათ ჩვენ მიწასაც ვერ მივაბარებდით იმ ადამიანებს, ვინც გმირულად დაეცა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
18:58 / 23.01.2021
სამოქალაქო აქტვისტებმა და "ევროპული საქართველოს" ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ გიორგი რურუას მხარდასაჭრი აქცია-პერფორმანსი გამართა. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სიმბოლურად ეს აქცია სწორედ იმ ადგილას გაიმართა, სადაც რურუა დააკავეს. მათ გამვლელებს სათამაშო იარაღები დაურიგეს. მათივე თქმით, რურუასთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია.
17:49 / 23.01.2021
საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელად მიხაელ ზიბერტი დაინიშნა.

ზიბერტი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იყო. იქამდე კი, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ის საკუთარ მოვალეობას ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში შეასრულებს.
16:47 / 23.01.2021
გერმანიისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოები წელს განსაკუთრებული ძალისხმევით უჭერენ მხარს საქართველოს განვითარებას და ამას მომავალშიც გააგრძელებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიისა ელჩის ჰუბერტ ქნირშისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის ერთობლივ განცხადებაში.
16:37 / 23.01.2021
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს.
16:04 / 23.01.2021
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მერიის საპარკინგო ტერიტორიის გადაკეტვას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა სამი მონაწილე პირბადის არ ქონის გამო დააჯარიმეს, მათი განცხადებით, პირბადის გარეშე ყოფნა მათი ერთგვარი პროტესტია.
15:57 / 23.01.2021
"გაზაფხულისთვის მზად ვართ! "ქართულ ოცნებას" შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიაზე და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.



ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს."-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
15:35 / 23.01.2021
რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"მე გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარდა რადიკალური ოპოზიციისა, რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა, თუმცა რასაც ისინი ერთმანეთს ჰკადრებენ - ახლა ელისაშვილს აბრალებენ რაღაცას, მანამდე ვაშაძეზე ჰქონდათ აქცენტი, "გირჩსაც" აბრალებდნენ მოსყიდვას - მსგავსი ტიპის კომუნიკაცია არ შემდგარა. არავის უკადრებია თავისი თავისთვის და ოპონენტისთვის რაღაც არალეგიტიმური შეთავაზებები. ჩვენ კიდევ უფრო დეტალურად ვსაუბრობთ იმაზე, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია", - განაცხადა მდინარაძემ.
15:33 / 23.01.2021
ყველაზე ნაკლებად, პარლამენტში შემოსვლას "ნაცმოძრაობისგან" და ე.წ. "ევროპული საქართველოსგან" ველოდები, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
15:25 / 23.01.2021
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა.

საუბრის ძირითადი თემა პანდემია, მასთან ბრძოლის გზები, კოვიდსოლიდარობა და ვაქცინის გამოყოფის საკითხი იყო.
15:21 / 23.01.2021
კალენდარი
×