თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატი დაასახელა
თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატი დაასახელა
კატეგორიის სხვა სიახლეები
3,4 და 5 მარტს ბაკურიანი სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს. სნოუბორდ ქროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს. შეჯიბრში 14 ქვეყნის (ავსტრალია, ავსტრია,შვეიცარია,არგენტინა,
იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, გერმანია და ა.შ ) 75 სპორტსმენი (29 გოგო, 46 ბიჭი) მიიღებს მონაწილეობას.

დღევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპში 75 სპორტსმენიდან 32 საუკეთესო ბიჭი და 16 გოგო გამოვლინდა , 4 და 5 მარტს კი ფინალები გაიმართება.

მსოფლიო თასის ეტაპის შეჯიბრებებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან სნოუბორდ ქროსის მიმართულების დირექტორი გერმანელი უვე ბაიერი დაესწრება, რომელიც საორგანიზაციო პროცესებშიც ჩაერთვება და ქართული მხარის მზაობას შეაფასებს

აღსანიშნავია, რომ საშეჯიბრო ტრასა FIS-ის რეკომენდირებულმა მშენებლებმა - ტომას ბესსე-გირლანდომ და ნიკოლას ვაუდრომ მოამზადეს

ეს შეჯიბრებები სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.
16:30 / 03.03.2021
თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ, ტალიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და 9 შვილის დედას ნინო მარჯანიშვილს დედის დღე მიულოცა. ავთანდილ ცინცაძემ ნინო ტალიაშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ქვეყნისთვის საამაყო შვილების აღზრდა უსურვა.
"მრავალშვილიანი დედები ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. იყო 9 შვილის მშობელი დიდი გმირობის ტოლფასია. ოჯახში, რომელშიც დღეს ვიმყოფებოდი, 9 არაჩვეულებრივი ბავშვი იზრდება. მინდა, მათ ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი, მათ მშობლებს კი მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო" - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.



16:27 / 03.03.2021
ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატს ცვლის. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკებების ჩაშლის, რომლის ინიცირებაც პირადი მედიატორობით პრეზიდენტმა მიშელმა მოახდინა", - განაცხადა ბოკუჩავამ.
15:54 / 03.03.2021
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რა ფორმით გაგრძელდება ოპოზიციის აქციები, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს აქციები მოლაპარაკებების პროცესს უშლის ხელს.

"ვხედავთ სრულიად საფუძველს მოკლებულ, ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას, როგორც მთავრობისგან, ისე მთავრობასთან დაახლოებული სპიკერებისგან, ვითომ ოპოზიციის მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქცია შეუქმნა პრობლემები მოლაპარაკებებს. ეს არის სრულიად არალეგიტიმური და სიცრუით სავსე პოზიცია, სწორედ ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აქციის ფორმას შევცვლით. ივანიშვილის გარემოცვას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი უნდა მოვუსპოთ", – განაცხადა ბოკერიამ.
15:53 / 03.03.2021
როგორც კი გააანალიზებენ, რომ სანქციები ნიშნავს მათ აქ ჩატოვებულ ქონებას და ვერგასვლას სხვა ქვეყნებში, იქ დამთავრდება მათი სისულელეები, – ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციები გაგრძელდეს, თუმცა პროტესტის ფორმაში გარკვეული კორექტივები შევიდა, რათა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციული არ არის.

"ძალიან კარგია, რომ პროცესში მაღალი რანგის დიპლომატი ჩაერთო. გვიხარია, რომ საქართველოს დაკარგვა არ უნდა დასავლეთს. ეს არის დიდი ბედნიერება და დიდი იმედი ჩვენთვის.
15:49 / 03.03.2021
"საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილი იზრდება. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

პროექტის გათვალისწინებით, თვითმმართველ ქალაქებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი.
15:06 / 03.03.2021
მინდა შევახსენო ყველას, რომ ახლა არ არის არც წითელი ხაზების გასმის დრო და არც წერტილის დასმის დრო. ახლა არის დრო დიალოგის და შეთანხმების, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ორი კვირის შემდეგ ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამეა გასათვალისწინებელი.

"ყოველდღიურად სრულიად განსხვავებულ პრემიერ-მინისტრს ვხედავთ ჩვენ - ერთ დღეს არის მკაცრი, მეორე დღეს რბილი. ეს არ ვიცი, რაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება იმ ექვს პუნქტს, რომელიც ადგილზე იქნა განხილული, რამდენადაც ვიცი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არ გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ რომელიმე საკითხი განხილული არ იქნებოდა შეხვედრების დროს, თუმცა მეორე დღეს ჩვენ ვიხილეთ სულ სხვა განცხადება, რომელიც სავარაუდოდ, გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ იმიტომ, რომ სხვა ვარაუდი არ არსებობს ამ შემთხვევაში.
15:02 / 03.03.2021
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა საკოორდინაციო ხასიათისაა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაგეგმილი აქციების ფორმატთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, შესაძლოა, ხვალ დაგეგმილი აქცია განსხვავებული ფორმატით გაიმართოს, რაც ავტომობილებით აქცია-მსვლელობას მოიცავს.
14:30 / 03.03.2021
საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ზღვისუბანში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ოჯახს პირადად ესტუმრა, დედის დღე მიულოცა და პირველადი მოხმარების საგნებისა და სამედიცინო პროდუქციის შესაძენად ვაუჩერები გადასცა.

,,მიმაჩნია, რომ 3 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან დედობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
ჩემი საქმიანობის ყველა ეტაპზე, ჩემთვის პრიორიტეტული იყო სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ქალების და დედების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, ასევე მათი საქმიანობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ."-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა
14:10 / 03.03.2021
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს ხვდება. შეხვედრის ფოტო დავით ზალკალიანმა Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარსა და კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს გულითადი დახვედრისთვის. ჩვენ უნდა განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოსა და თურქეთს შორის განვითარებადი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები“, - წერს ზალკალიანი.
14:00 / 03.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×