დიმიტრი ხუნდაძე: თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, დადგება საყოველთაო კარანტინის საკითხი - მინდა გულწრფელად გითხრათ, ამ ვითარებიდან შორს არ ვართ
დიმიტრი ხუნდაძე: თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, დადგება საყოველთაო კარანტინის საკითხი -  მინდა გულწრფელად გითხრათ, ამ ვითარებიდან შორს არ ვართ
კატეგორიის სხვა სიახლეები
წინასწარ ვერავინ იტყვის, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი - წინასწარ ვერ ვიტყვი, შესაძლოა ჩავარდეს თუ არა საკითხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ამ კონტექსტში ვოლსკიმ განმარტა, იყო "ლელოს" წარმომადგენლებისა და გიორგი ვაშაძის განცხადებები, "რომლებიც საკუთარ პოზიციას არაორაზროვნად გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატების შეწყვეტა დესტრუქციულ პროცესებს მეტ ენერგიას მისცემს".
13:43 / 25.01.2021
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია "ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.
13:37 / 25.01.2021
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% კი ცუდად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებას, გამოკითხულთა, 46% მას დადებითად აფასებს, 32% საშუალოდ, 17% კი ცუდად.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, გამოკითხულთა 36% მას უარყოფითად აფასებს, 34% საშუალოდ, 15% კი კარგად.
13:17 / 25.01.2021
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება.

როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრიასას განაცხადა, ახლა "ერთგვარი გახურება მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური პროცესის წინ".
13:15 / 25.01.2021
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში" ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება. უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი განყოფილება, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერეს.
13:12 / 25.01.2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) "მედია კლუბის" ფარგლებში, ონლაინ ფორმატში ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს ენერგეტიკის სექტორში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგსა და კონკურენციას ბაზრებზე; ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის მექანიზმებსა და ახალ ბაზარზე ტარიფების დადგენის პრინციპებს.
13:00 / 25.01.2021
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).
12:42 / 25.01.2021
ოპოზიციას ბოლომდე მივცემთ საშუალებას, სამართლებრივ მექანიზმს, შესაძლებლობას, რომ აღარ დარჩეს სპეკულაციის ადგილი, რათა გამოიყენონ ის ფუნქცია, რაც მათ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურად დააკისრა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი თითოეული ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ცალ-ცალკე განიხილავს.
12:35 / 25.01.2021
დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ამომრჩეველი მათ მიდგომებს გადახედავს, რადგან 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის იქნება 20 წლით უკან დახევა, თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობა, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.
12:11 / 25.01.2021
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველევითი ცენტრის და კომპანიის "ცივის ყველი" ორგანიზებით თელავში, სოფელ კურდღელაურში ყველის მწარმოებელ ფერმერებთან და დარგში მომუშავე ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
11:40 / 25.01.2021
კალენდარი
×