რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე
რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე
კატეგორიის სხვა სიახლეები
ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ჩვენი ძალისხმევით, რა თქმა უნდა, ჩვენი კოორდინაციით და ხელშეწყობით, რადგან მხარე ვიყავით, 33 მოწმე იქნა წარდგენილი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რაც მანამდე გაკეთებული არ ყოფილა. ესენი იყვნენ სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ომის უბედურება, შვილმკვდარი დედები და ასევე ოჯახის წევრდაკარგული პირები, რომლებიც სტრსაბრუგში წადგნენ და რეალურად, რუსული მხარის მიერ შექმნილ დამამცირებელ პირობებში უწევდათ ქართული სიმართლის მტკიცება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
18:00 / 22.01.2021
შეიარაღებიის კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა. თუმცა, რაც ჩვენ ვიცით, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ძირითადი გახლავთ მონიტორინგი, ვერიფიკაცია. ეს არის უბრალოდ სიტყვების არ მიღება, როგორც ასეთი, ზეპირი განცხადებების არ მიღება და აქ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ ეს ხელშეკრულება, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერი ვიქნებით, თუ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.
17:16 / 22.01.2021
ჩვენს რეგიონში ახალი კონფიგურაცია გვაჩვენებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებამ უნდა მიიპყროს ნატო-ს მეტი ყურადღება, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობაზე ისაუბრა და რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება.
17:07 / 22.01.2021
ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
17:02 / 22.01.2021
საქართველო გახლავთ ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა გვაკავშირებს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ნატო-ს შტაბ-ბინაში მორიგი სტუმრობა საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.
16:58 / 22.01.2021
ძალიან კარგია, რომ ელისაშვილმა და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს, პარლამენტში შემოსულიყვნენ, საბოლოოდ შემოვლენ თუ არა, ეს მათზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და პარტია "მოქალაქეების" შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
16:51 / 22.01.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა სამაგალითო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არა მხოლოდ საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორია, არამედ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში.
16:37 / 22.01.2021
ჩვენი მიზანია, ისე გავაძლიეროთ ოპოზიციის პოზიციები, რომ მორიგი შეხვედრა, თუ ის შედგება, იყოს წარმატებული, მაგრამ სხვა მხრივ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, – ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს უფლება, არჩევანი გააკეთოს, რა არის მისთვის უკეთესი.
16:26 / 22.01.2021
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.

შეხვედრა გეგმის მიხედვით, ნახევარ საათს გასტანს, რის შემდეგ მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებების გაკეთებაა დაგეგმილი.
15:48 / 22.01.2021
თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას განაგრძობს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. ამჯერად, წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრები საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ 500 ოჯახს გადასცემენ. ოჯახებისთვის ნობათის შეძენა თბილისის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის 200 ათასი ლარით შემცირების შედეგად გახდა შესაძლებელი, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა.
15:26 / 22.01.2021
კალენდარი
×