თეა წულუკიანი: პრემიერმა რომ ბრძანა გაზაფხულს დაველოდოთო, ალბათ, გულისხმობდა, რომ ია აყვავდება
თეა წულუკიანი: პრემიერმა რომ ბრძანა გაზაფხულს დაველოდოთო, ალბათ, გულისხმობდა, რომ ია აყვავდება
კატეგორიის სხვა სიახლეები
რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სულელურ ცხრილებს უხაზავს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
16:34 / 28.03.2020
თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და იქ დაგვეხმარონ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუხის მრავალპროფილურ კლინიკასთან, ტესტებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
15:44 / 28.03.2020
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
15:30 / 28.03.2020
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ემიგრანტების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. ასე გამოეხმაურა პრემიერი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველომ პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ისინი მათ სამშობლოში ჩამოყვანას უზრუნველყოფენ.
14:37 / 28.03.2020
საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას, -ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა. „ბევრს საუბრობენ ჩინეთის და რუსეთის დახმარებაზე, იმას რატომ არ ამბობენ, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ იტალიას 2 მილიონი ნიღაბი და ათობით ათასი ხალათი გაუგზავნა? ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს დასაწყისია და ჩვენ არ უნდა მოვიწამლოთ იმით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტოქეები ამბობენ“,-აღნიშნა მაკრონმა.
13:24 / 28.03.2020
თურქეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 92-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.
11:55 / 28.03.2020
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება.
21:01 / 27.03.2020
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, მსხვილი სამშენებლო კომპანიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
20:44 / 27.03.2020
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარი გაიმართა.
17:31 / 27.03.2020
იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა ჩათვლის, რომ საჭიროა სარეზერვო გუნდის მობილიზება, აქ რეკომენდაცია არის ორკვირიანი როტაციები, ანუ ორი კვირის მანძილზე მუშაობს ექიმების ერთი გუნდი და ორი კვირის შემდეგ მას ჩაანაცვლებს მეორე ბრიგადა, - ასე უპასუხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კითხვას, აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებისთვის რეკომენდაცია, რომ ჰყავდეს ექიმების რეზერვი იმ შემთხვევისთვის, თუ მოხდება სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება.
14:34 / 27.03.2020
კალენდარი
×