"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია მის წინააღმდეგ მიმიდინარე აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" მხრიდან მართულ ძალას უწოდებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მას ნებისმიერ კითხვაზე შეუძლია უპასუხოს ახალგაზრდებს, თუმცა მათ მოსმენის სურვილი არ გააჩნიათ.
ამასთან პოლიტიკოსმა განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაშვებით, სწორედ საბჭოთა კავშირის მიმართ გამოხატა პროტესტი.
"ცხადია აბსოლურუტრად მზად ვარ მშვიდად ყველა კითხვაზე ვუპასუხო ამ ახალგაზრდებს და ვესაუბრო, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის "ქართული ოცნების" პარტიიდან მართული პროტესტი, სადაც მოსმენის სურვილი არ არის. აქ ის კი არ არის, რომ ახსნა სჭირდებათ და ვერ გაიგეს, უბრალოდ არ არის მოსმენის სურვილი. სწორედ საბჭოთა კავშირის მიმართ პროტესტი იყო იქ ჰიმნის გაშვება. სიმართლე გითხრათ ძალიან ვწუხვარ, რომ ახალგაზრდებს ასეთ დღეში აგდებენ და ასე მართავენ მათ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ახალგაზრდების ჯგუფი "ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებს.
ელენე ხოშტარიას აქციის მონაწილეებმა პასუხი მოსთხოვეს იმაზე, თუ რატომ გაჟღერდა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს შეურაცხყოფაა და ხოშტარიასგან ამ ფაქტის გამო ბოდიშის მოხდას და სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვენ და მათი აქციის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის.