ირაკლი ღარიბაშვილმა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში გაწევრიანებამდე მონტენეგროს ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს
ირაკლი ღარიბაშვილმა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში გაწევრიანებამდე მონტენეგროს ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს
კატეგორიის სხვა სიახლეები
"მონიტორინგის ანგარიშში, რომელშიც საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს, ვხედავთ ძალიან პოზიტიურ გზავნილებს, შეფასებებს, იმ მოვლენებისა, რომელსაც 2020 წელს ჰქონდა ადგილი, დაწყებული 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით, დასრულებული არჩევნებით და საბოლოო ჯამში, მოწოდებებით, რომ ოპოზიციამ თავისი მანდატები გამოიყენოს და საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდეს",- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.



მისი თქმით, ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პოზიტიურად არის შეფასებული. გარდა ამისა, პოზიტიური გზავნილებია მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშშიც.



"ორი მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც პირველივე დღიდან არის წარმოდგენილი და ეხება საქართველოს, ეს არის, ანგარიში იმ სადამკვირვებლო მისიისა, რომელიც ევროსაბჭოდან იყო წარმოდგენილი 31 ოქტომბერს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ანგარიშის დადებითი და პოზიტიური შეფასება არჩევნების მიმართ, რომელსაც ჩვენ აქ ვკითხულობთ. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც მათ გვთხოვეს ყურადღების გამახვილება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა და პრაქტიკის გაუმჯობესება, რაზეც გვაქვს მყარი პოზიცია, რომ ვაპირებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას და იმ რეკომენდაციების განხორციელებას, რომელიც წარმოდგენილია ამ ანგარიშში. გარდა ამისა, არის მეორე, მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად იწერება და ეხება ყველა წევრ ქვეყანას და საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ამ ანგარიშშიც. აქაც ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ გზავნილებს, შეფასებებს, იმ მოვლენებისა, რომელსაც 2020 წელს ჰქონდა ადგილი, დაწყებული 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით, დასრულებული არჩევნებით და საბოლოო ჯამში, მოწოდებებით, რომ ოპოზიციამ თავისი მანდატები გამოიყენოს და საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდეს. სხვათა შორის, არა მხოლოდ ანგარიშში, არამედ ჩვენი კოლეგებისგანაც გვესმის ხშირად ეს საუბარი, რადგან მათ არ ესმით, თუ რა არის რეალური მიზეზი, რატომ ამბობენ ისინი უარს - ფაქტი ერთია, რომ დღეს, რეალურად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ოპოზიციამ უარი განაცხადოს საპარლამენტო მუშაობაზე, გარდა იმ რადიკალური ფრთისა, რომელსაც სურვილი აქვს, ისევ ქუჩიდან გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ევროსაბჭო და ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტშიც, არ მიესალმებიან",- განაცხადა კახა კუჭავამ.
15:04 / 25.01.2021
"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ასევე არის პირდაპირი მითითება, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში",- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.



საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 25-29 იანვარს ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დღეს ასამბლეა ორ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს განიხილავს.



"ერთი ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია იმ სადამკვირვებლო მისიის მიერ, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს. დოკუმენტში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ასევე, არის პირდაპირი მითითება იმის თაობაზე, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში. ასევე, ჩვენ განვიხილავთ დღეს მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებას, სადაც, საქართველო წლიდან წლამდე, მოხსენიებულია როგორც ქვეყანა, რომელიც ახორციელებს პროგრესს რეფორმების თვალსაზრისით. აქ არის საუბარი როგორც ჩატარებულ არჩევნებზე, ასევე, ჩვენთან, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ოკუპაციაზე, რომელსაც ჩვენს ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. საქართველოს დელეგაცია ორივე ამ დოკუმენტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. გვექნება მოხსენებები, სადაც პირდაპირ და ღიად ვისაუბრებთ იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მივიღეთ აქამდე გატარებული რეფორმების საფუძველზე და ასევე, რას ვგეგმავთ მომავალში, რომ კიდევ უფრო სრულვყოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი",- განაცხადა დეპუტატმა.
14:49 / 25.01.2021
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, რეგლამენტის გათვალისწინებით, დროის მაქსიმუმი მისცენ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
14:42 / 25.01.2021
"ქართული ოცნების" გუნდი ორიენტირებულია მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს, რომ სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14:13 / 25.01.2021
საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის მისია" წარმატებით დაასრულა. ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
14:09 / 25.01.2021
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამას კვლევა არ სჭირდება, რადგან "საზოგადოებას, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა იყოს, პარლამენტი და სტაბილურობა სჭირდება".

ამასთან, როგორც ვოლსკიმ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო მოწინავე ადგილზეა ყველა კვლევასა და რეიტინგში, რომელიც დემოკრატიას აფასებს.
14:02 / 25.01.2021
წინასწარ ვერავინ იტყვის, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი - წინასწარ ვერ ვიტყვი, შესაძლოა ჩავარდეს თუ არა საკითხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ამ კონტექსტში ვოლსკიმ განმარტა, იყო "ლელოს" წარმომადგენლებისა და გიორგი ვაშაძის განცხადებები, "რომლებიც საკუთარ პოზიციას არაორაზროვნად გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატების შეწყვეტა დესტრუქციულ პროცესებს მეტ ენერგიას მისცემს".
13:43 / 25.01.2021
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია "ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა.
13:37 / 25.01.2021
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% კი ცუდად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებას, გამოკითხულთა, 46% მას დადებითად აფასებს, 32% საშუალოდ, 17% კი ცუდად.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, გამოკითხულთა 36% მას უარყოფითად აფასებს, 34% საშუალოდ, 15% კი კარგად.
13:17 / 25.01.2021
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება.

როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრიასას განაცხადა, ახლა "ერთგვარი გახურება მიმდინარეობს დიდი პოლიტიკური პროცესის წინ".
13:15 / 25.01.2021
კალენდარი
×