პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, აქცია პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული.
"ძალიან მნიშვნელოვანია,რასაც ახალგაზრდული მოძრაობა აკეთებს. ყველა ვუერთდებით ამ ღონისძიებას. ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერს, ვისაც სურვილი აქვს რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, ვიწვევთ 14 დეკემებრს",- განაცხადა კახა კალაძემ.