გადაცემაში "რეაქცია" უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წამყვანი ინგა გრიგოლია ტენდენციურობაში დაადანაშაულა.
გადაცემის თემა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიერ უკანონო შემოსავლების მიღებასა და ფულის გათეთრების საქმეს ეხებოდა.
წამყვანის რეპლიკას, რომ აღნიშნულ საქმეს არც დაზარალებული და არც მომჩივანი არ ჰყავს, მდინარაძემ უპასუხა, რომ წამყვანი ძალიან ტენდენციურად გამოიყურებოდა.
„სისხლის სამართლის კოდექსში არის უამრავი მუხლი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული და ეს დანაშაულს არ გამორიცხავს. ასეა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმე. ასიდან ას პროცენტში აქ არც დაზარალებულია და არც მომჩივანი“,-ამის შესახებ ფრაქცია“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, უკანონონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს არ შეიძლება ყავდეს დაზარალებული, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო და საჯარო ინტერესი.