საერთოდ მერს რატომ ვირჩევთ, ან მერია რად გვინდა თუ არაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ქალაქში და უნდა ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვართ. მაშინ მეც რა მინდა, დავიხურავ ქუდს და წავალ,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" ტაქსების რეფორმის შესახებ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღე თბილისში უპრეცედენტოდ ბევრი სამუშაო ხორციელდება, რაც ეამაყება.
"საერთოდ მერს რატომ ვირჩევთ, ან მერია რად გვინდა თუ არაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ქალაქში და უნდა ვიყოთ მაშინ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვართ. მაშინ მეც რა მინდა, დავიხურავ ქუდს და წავალ. მე მგონია, ხალხმა იმიტომ ამირჩია, რომ რეფორმები განვახორციელოთ, შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს, რაც ცუდია, ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ. მე ახლა მართლა მეამაყება, რომ იმდენი რამ კეთდება თბილისში, რაც გადავხედოთ ამ ქალაქში ხომ ვცხოვრობთ ყველა, არ გკეთებულა არასდროს. შეიძლება იყოს დისკომფორტი და მართლაც დისკომფორტია, ქუჩები გადათხრილია, მიდის სამუშაოები, ზოგი თხრილშია ჩამძვრალი, საკანალიზაციო ან წყლის მილს აკეთებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მართლაც საქართველოს დედაქალაქი იყოს ერთ-ერთი ულამაზესი, თავისი ულამაზესი უბნებით, ულამაზესი შენობა-ნაგებობებით, ვნახოთ რა მდგოამრეობაშია გავიდეთ ძველ თბილისში უმძიმესია",-განაცხადა კახა კალაძემ.