მთავრობამ სუს-ის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა
მთავრობამ სუს-ის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა
კატეგორიის სხვა სიახლეები
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის, შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას ამაოდ ცდილობს.
21:48 / 25.01.2021
მე არ მინდა ამ ორგანიზაციის კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანო, უბრალოდ ეჭვი შემაქვს მეორე მხარეში - რა მდგომარეობაშიც ჩვენი მოსახლეობაა ჩაყენებული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
21:23 / 25.01.2021
“ეს ალიყური და გალაწუნება მიიღოს ოპოზიციამ და დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩადგნენ ხალხის სამსახურში”,- ასე უპასუხა NDI-ს კვლევის შედეგებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში”.
21:20 / 25.01.2021
ოპოზიციას იქითკენ მიჰყავს საქმე, რომ ერთპარტიული ქვეყანა გვექნება, მარტო პარლამენტი კი არა, რაც უბედურება იქნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “აიპრესს” NDI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშრებით განუცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგაც კი არ ყოფილა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 5%-იანი რეიტინგი ჰქონოდა.
20:53 / 25.01.2021
სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.
19:15 / 25.01.2021
NDI-ის კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის - რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა , - ამის შესახებ მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები შეაფასა.
19:04 / 25.01.2021
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე „საზოგადოებაში დასადგურებულ შიშს“ უკავშირებს იმფაქტს, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, მათი პარტია საკუთარ შეხედულებებთან ახლოს მდგომ ძალად რესპონდენტთა მხოლოდ 5 %-მა დაასახელა.
19:02 / 25.01.2021
ნიკა მელია ჩემზე გაბრაზებულია. დამირეკა და სამწუხაროდ, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
18:53 / 25.01.2021
საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ ეს არჩევნები შეაფასა, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, - ამის შესახებ რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლატეანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
18:39 / 25.01.2021
იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პატრიკ ფრანცენს შეხვდა.
მინისტრმა შვეიცარიის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ 2013 წლიდან მოყოლებული, არაერთი წარმატებული რეფორმა განახორციელა კორუფციის აღმოფხვრის, კარგი მმართველობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემების გაძლიერებისთვის; ასევე, საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. აღნიშნული რეფორმების შედეგია სამართლის უზენაესობის გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიციის წლიური ზრდის მაჩვენებლები, ზოგიერთ შემთხვევაში – ერთდროულად ათზე მეტ პოზიციაში.
17:53 / 25.01.2021
კალენდარი
×