"მიხარია, რომ ზაზა კმაყოფილია. მან მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდა. უკვე 10 თვეა, ჩემი საქმისთვის მარტო ვიბრძვი, ზაზას გარეშე.
ყველაფერს მივხვდი, როდესაც ზაზა პატრიარქთან მეორედ დაიბარეს – დღევანდელი შედეგი დაიდებოდა… ექვსი თვის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით. მას შემდეგ მე ზაზა სარალიძის მხარდაჭერა არ მქონია. მე ზაზათი უკმაყოფილო არ ვარ. არანაირი წყენინება ჩემსა და ზაზას შორის არ ყოფილა, მაგრამ აქ რა მოხდა, რა ხდება, ის ალბათ, თვითონ ზაზამ იცის"
განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა "პრაიმ–თაიმს".