იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძემ როს უილსონს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა.
მხარეებმა მიმდინარე პროცესებსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხზე ისაუბრეს.
"შეხვედრაზე გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტთან თანამშრომლობისა და პროცესის ღიაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მზაობა დაადასტურა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორია", – ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.