დამერწმუნეთ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია - ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რამე განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ა.შ. არის ყოვლად დაუშვებელი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული” , მოჰყვა.