პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრებმა ქუთაისის პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაწყებამდე, პარტიის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან დოლ-გარმონის თანხლებით მუყაოსგან გაკეთებული ჩასასვენებელი და გვირგვინები მიიტანეს.