თურქულმა სამთავრობო სააგენტოებმა გამოაქვეყნეს უპილოტო საფრენი აპარატების მიერ გადაღებული ჩანაწერები, სადაც ასახულია კადრები თუ როგორ ბომბავდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში თურქული ავიაცია სირიელთა საბრძოლო ტექნიკას. ვიდეოებში ასახულია რაკეტის მოხვედრის მომენტები ამა თუ იმ ტანკზე, გამაგრებულ საბრძოლო პოზიციებზე, ქვეითთა რაზმებსა და სამხედრო საწყობებზე.