პოლიტიკა
” სინდისი აღმოჩნდა რომ არ აქვთ”-ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, გადაცემაში “პოლიტ-ტაბლო” განაცხადა, სადაც ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.
21:58 / 16.02.2020
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.
19:50 / 16.02.2020
 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ვიზიტის გადადებას მარტის ბოლომდე ითხოვს“, - ამის შესახებ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

19:28 / 16.02.2020
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიცია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას გააპროტესტებს. ბოკუჩავას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.
16:05 / 16.02.2020
 
ბაღდადში, სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-სა და კოალიციის ძალები არიან განლაგებული, სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ „როიტერსი“ ამერიკელ სამხედრო თანამდებობის პირზე დაყრდნობით იუწყება.
10:50 / 16.02.2020
 
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინელ კოლეგას ანტი კაიკონენს შეხვდა.
17:05 / 15.02.2020
 
იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტესთან შესახვედრად,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
15:44 / 15.02.2020
 
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიური დანამატი, რასაც ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმების გამო იღებენ, მიმდინარე წლის თებერვლიდან განსხვავებული წესით გაიცემა. ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
16:37 / 15.02.2020
 
ეს ღვთის განგებაა შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
15:34 / 15.02.2020
 
გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?! - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
14:26 / 15.02.2020
 
კალენდარი
×