პოლიტიკა
„ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
15:28 / 11.09.2020
 
სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
15:20 / 11.09.2020
 
საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელს“ შორის შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
15:11 / 11.09.2020
 
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.
13:38 / 11.09.2020
 
თავდაცვის სამინისტრო საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
11:20 / 11.09.2020
 
"ქართული ოცნება" მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია , - ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ განუცხადა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.
21:32 / 10.09.2020
 
ძალიან მაგარი შემადგენლობა და ძალიან მაგარი გუნდი წარვადგინეთ დღეს. აქ ძალიან კარგად არის ერთმანეთთან შეზავებული გამოცდილება, ეფექტიანობა, წარსული წარმატება და უკვე ნაკეთები საქმეები მოსახლეობაზე ზრუნვით და ასევე ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი, ენერგია და ეს არის წარმატების ფორმულა და გამარჯვების გარანტ , - ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა განუცხადა.
21:23 / 10.09.2020
 
ეს უნდა იყოს ყველას გამარჯვება, ეს არჩევნები პოლიტიკური უკიდურესობებისგან დაცლილი უნდა იყოს და ასევე უნდა იყოს შინაარსობრივად სავსე არჩევნები, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
21:00 / 10.09.2020
 
"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე მოქალაქეებს სთავაზობს, დააორგანიზონ ნებისმიერი ღონისძიება, თუნდაც ის დაკავშირებული იყოს რიტუალთან და "გირჩი" მას პოლიტიკურ სააგიტაციო შეკრებად გადააქცევს."ჩვენ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვართ.
20:57 / 10.09.2020
 
კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არიან. ამის შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ოცეულის წარდგენისას განაცხადა.მისი თქმით, ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებშიც მე-13 ნომრით ასპარეზობდა, და პარტიულ სიაშიც მე-13 ნომერი იქნება.
დავით კაჭარავამ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადა. ყოფილი მორაგბე "ქართული ოცნების" სიის ოცეულში მე-16 ნომერია.
ინფორმაციისთვის, პარტია "ქართულმა ოცნებამ", ფუნიკულიორზე გამართულ ღონისძიებაზე, საპარალემტო არჩევნების სიის პირველი ოცეული წარადგინა.

20:54 / 10.09.2020
 
კალენდარი
×