პოლიტიკა
კახა კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება. დაჭერებს პროკურატურა დაიწყებს და ამას რამდენიმე დღეში ვიხილავთ, თუ ვინმე დაუსრულებს პოლიტიკურ კარიერას კახა კალაძეს ეს , პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი იქნება, - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
23:25 / 15.01.2020
 
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტიმა სახელმწიფო დუმას მინისტრთა კაბინეტის მეთაურის თანამდებობაზე, რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა.
22:28 / 15.01.2020
 
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შესთავაზა.
20:14 / 15.01.2020
 
რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მიმართა პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალურ ასამბლეას სხვადასხვა საკითხებზე სიტყვით გამოსვლისას, მიიღეს გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლების სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ.
20:00 / 15.01.2020
 
"ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სამედიცინო კუთხით უზრუნველყოფილი იყოს",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
16:32 / 15.01.2020
 
ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი რეგიონალური კონფლიქტი შესაძლოა, მსოფლიო ომში გადაიზარდოს.
15:32 / 15.01.2020
 
ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, რადგან ივანიშვილს უნდა, რომ თვითონ იყოს ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც ყველა პატივს სცემს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის საკითხზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
15:00 / 15.01.2020
 
არ გამოვრიცხავთ, რომ კორუფცია კიდევ შეიძლება გამოვლინდეს, სწორედ ამას ემსახურება მერის მხრიდან ასეთი გაფრთხილება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ განმარტა, კონკრეტული ფაქტები მერს მხედველობაში არ ჰქონია და ეს გაფრთხილება მხოლოდ პრევენციას ემსახურებოდა.
14:52 / 15.01.2020
 
ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.
14:46 / 15.01.2020
 
თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
14:42 / 15.01.2020
 
კალენდარი
×