პოლიტიკა
მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებლის ანა დოლიძის განცხადებით, ის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იყრის კენჭს. შესაბამისი განცხადება ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
20:36 / 29.07.2020
 
მაშველებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
19:03 / 29.07.2020
 
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „ჰიდროქსიქლოროქინის“ კორონავირუსის დასამარცხებლად გამოყენება ეფექტურია.
11:18 / 29.07.2020
 
მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, პოზიციის კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
00:32 / 29.07.2020
 
მივმართავ „დამსხვრეული ოცნებების” პარტიის წარმომადგენლებს - ხელი ნუ წაგიცდებათ არჩევნების გაყალბებაზე. თუ ამას გააკეთებთ, პერსონალური სანქციები არ აგცდებათ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ - ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარს.
14:32 / 28.07.2020
 
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მთავარი გზავნილი პრემიერთან საუბრისას გაფრთხილება იყო, რომ არ გაბედონ არჩევნების გაყალბება. როგორც გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ამაზე მიუთითებს თავად აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
14:30 / 28.07.2020
 
აშშ-ის პრეზიდენტი პირბადით საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებას ჰიგიენის წესების დაცვისკენ, სოციალური დისტანციის შენარჩუნებისა და პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა.
11:05 / 28.07.2020
 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
00:21 / 28.07.2020
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
00:04 / 28.07.2020
 
თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. ახალი გაერთიანების პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
02:40 / 27.07.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×